ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. შესაბამისად ორივე მათგანი საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობით არის დაკავებული. ამ დღეებში ჰერდი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, მუსიკოს მარკ ვისტრაჩთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, რომლის შემდეგაც მათ ქუჩებში გაისეირნეს, მოგვიანებით კი მარკმა ემბერი მანქანამდე მიაცილა.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის ქორწინება სკანდალებით დასრულდა: ლამაზმანმა დეპი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.