LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდს მტკიცებულებების გაყალბებისთვის 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება

1180
VENICE, ITALY - SEPTEMBER 04:  Johnny Depp and Amber Heard attend a premiere for 'Black Mass' during the 72nd Venice Film Festival at  on September 4, 2015 in Venice, Italy.  (Photo by Ian Gavan/Getty Images)

ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. გასულ წელს, ჯონი დეპმა ყოფილი მეუღლე, ილონ მასკთან ღალატში დაადანაშაულა, შემდეგ იყო გაუთავებელი ბრალდებები, ემბერ ჰარდი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ბოლოს კი გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ თავად ემბერ ჰერდი სცემდა მეუღლეს.

ოფიციალურად დადასტურდა: ემბერ ჰერდი ჯონი დეპს სცემდა

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპმა სასამართლოს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები უკვე  წარუდგინა, მათი რაოდენობა კი  87-ს აღემატება

ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და 33 წლის ემბერ ჰარდს მტკიცებულებების ფალსიფიცირებისთვის 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. საუბარია იმ ფოტომასალაზე, სადაც აღბეჭდილია ემბერ ჰარდის მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები. სასამართლო ილონ მასკის დაკითხავასაც გეგმავს.

ამასობაში კი ჯონი დეპს თანადგომა უამრავმა ვარსკვლავმა გამოუცხადა, მათ შორისაა ხავიერ ბარდემი, მისი აზრით, დეპი ჰარდის ხაფანგში გაება, ემბერს კი მანიპულატორი და ტოქსიკური ადამიანი უწოდა.

ჯონი დეპს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, ვანესა პარადიმაც გამოუცხადა მხარდაჭერა. უაინონა რაიდერის აზრით კი,  ჯონი დეპი საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანია.
დაველოდოთ სასამართლოს დასკვნას და გავარკვევთ, მოხვდება თუ არა ემბერ ჰარდი ციხეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები