LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი ადამსი ოსკარის მისაღებად მზადაა (ფოტო)

165

ემი ადამსი აქტიურადაა დაკავებული ახალი ფილმის Arrival-ის პრომოუშენით. მსახიობი ამჯერად ონლაინ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. 42 წლის ვარსკვლავი ვარდისფერი ფერის ანსამბლში გამოჩნდა ჟურნალისტებთან. ადამსმა კოსტიუმსა და შარვალს ასეთივე ფერის ჰაეროვანი ბლუზა შეუხამა. საერთო ჯამში კი ეს ანსამბლი ძალიან უხდებოდა ადამსის წითურ თმებს.

კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამეცნიერო ჟანრის ახალი ფილმი წელს უდავოდ მოუტანს ოსკარს ახალგაზრდა მსახიობს. ემი ადამსი 5 ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არასოდეს მიუღია.

ადამსის ახალი ფილმი, რომელიც სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანის მიხედვით გადაიღეს, პირველად ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g