LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა

284
უცხოეთში მცხოვრები ემიგრაცია

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება.

საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

დაბრუნებული მიგრანტების სია, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g