ემილია კლარკი ამჯერად უახლოესი მეგობრისა და კოლეგის, პიტერ დინკლეიჯის ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო. „ჩემი სადილი ერვესთან“, ასე ქვია HBO-ს ახალ სატელევიზიო ფილმს, რომელიც მსახიობის, ერვე ვილშეზის ცხოვრების ბოლო წლებზე გვიყვება. მის როლს ფილმში დინკლეიჯი განასახიერებს. ფილმის პრემიერა კინოკომპანია Paramount-ის კინოსტუდიაში შედგა და მას ემილია კლარკი საპატიო სტუმრის ამპლუაში დაესწრო.
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა არჩევანი „ბალმანის“ შავი ფერის პიჯაკზე გააკეთა, რომელიც მსახიობმა შიშველ სხეულზე მოირგო და სექსუალური პიჯაკით წარსდგა ფოტოგრაფების წინაშე. ანსამბლს კლარკმა ასევე „ბალმანის“ შავი შარვალი და „ჯიმი ჩუს“ ფეხსაცმელი შეუხამა.