LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია პერესი

103
MV5BZTBhODNlMjItNTExNy00Zjc0LThhY2EtNTliMDkxMTgxMzZmXkEyXkFqcGc@._V1_

ოსკარის 97 ე დაჯილდოებაზე ფილმის “Emilia Perez”-ისთვის შექმნილი ორი ორიგინალური ნამუშევარი ნომინირებული იყო საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში. ზოი სალდანას შესრულებით სიმღერა “ El Mal “ ზოი და “Mi Camino” რომელსაც სელენა გომესი ასრულებს.საბოლოოდ კი გამარჯვება მოიპოვა ნამუშევარმა ” El Mal “

საბოლოოდ 2024 წელს საუნდტრეკთა კრებულმა მნიშვნელოვანი ჯილდო აიღო კანის კინოფესტივალზე, ამას გარდა გაიმარჯვა ოსჯარის დაჯილდოებაზე და მიიღო ოქროს გლობუსი ნომინაციაში – საუკეთესო ორიგინალური მუსიკა.

 სიმღერას თავდაპირველად ფრანგი არტისტი კამილი ასრულებდა , თუმცა შემდგომში მას ზოი სალდანა შეუერთდა რომელიც გუნდს არანჟირების საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში დაეხმარა 

სამუშაო ვერსიაში რეჟისორი ოდიარი თვლიდა რომ სიმღერა უფრო აკუსტიკური უნდა ყოფილიყო თუმცა საბოლოოდ გახდა ელექტრონული და მეტად რითმული რაც ზოი სალდანას ვოკალს ბევრად უხდებოდა

2024 წლის 31 ოქტომბერს მაყურებელმა და მსმენელმა მოისმინა 43 ტრეკისგან დაკომპლექტებული ალბომი რაშიც თავმოყრილი იყო არაერთი ნამუშევარი ხოლო 2024 წლის 5 სექტემბერს დარელიზდა ფილმისთვის შექმნილი 5 ორიგინალური სიმღერა.ორივე ალბომი კი ციფრულ პლატფორმებზე Sony Masterwork მა გაავრცელა .

საუნდტრეკთა კრებულმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისგან, გამოარჩევდნენ ორიგინალურობით, სიუჟეტთან ინტეგრირებითა და ჯანრთა სხვადასხვაობით, თუმცა ამის საპირისპიროდ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სიმღერის ტექსტი გააკრიტიკა რასაც არაერთი კომენტარიც მოჰყვა – თვლიდნენ რომ ტექტები მეტად პრიმიტიული და სასაცილოც კი იყო 

საგულისხმოა ისიც რომ

კარლა სოფია გასკონი პირველი ღიად ტრანსგენდერი მსახიობი გახდა, რომელიც ოსკარზე იყო  ნომინირებული. ესპანელი ტელევარსკვლავი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე ჟაკ ოდიარის ფილმ Emilia Pérez-ში შესრულებული მთავარი როლისთვის იყო  წარდგენილი.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო როცა გასკონმა ისტორიული პრეცედენტი შექმნა. იგი ასევე არის პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო დაიმსახურა და პირველი ტრანსგენდერი ქალი მსახიობი, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. Emilia Pérez-ის გამოსვლამდე, მსახიობი ყველაზე მეტად ლათინოამერიკულ ტელენოველებში მონაწილეობით იყო ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები