LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემი მკაცრად გააფრთხილეს, „სუპერ ბოულის“ სცენაზე არ დაჩოქილიყო – მომღერალმა ისევ ყველა წესი დაარღვია

7387
eminem214

ემინემის გამოსვლა „სუპერბოულის“ შოუზე წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა გახდა. ისევე როგორც ჰიპ-ჰოპის ყველა ვარსკვლავის, რომლებმაც 90-იანი წლების ცხელი ჰიტები თავიდან გააცოცხლეს. 56 წლის Dr Dre-მ, 46 წლის 50 Cent-მა, 50 წლის Snoop Dogg-მა, 51 ლის მერი ჯეი ბლაიჯმა და 34 წლის კენდრიკ ლამარმა ჰიპ-ჰოპს ძველი დიდება დაუბრუნეს. მათ შორის ცხადია გამორჩეული იყო 49 წლის ემინემის პერფორმანსი, რომელმაც თავისი უკვდავი ჰიტი Loose Yorself შეასრულა.

ემინემი სცენაზე ცოცხალი ბენდის თანხლებით გამოჩნდა, შოუს ბოლოს კი, სცენაზე დაიჩოქა. ცნობილი ხდება, რომ შოუს ორგანიზატორებმა მუსიკოსი მკაცრად გააფრთხილეს, ეს არ გაეკეთებინა, მოხდა ერთგვარი შელაპარაკებაც, თუმცა საბოლოოდ, ემინემმა მაინც თავისი გაიტანა. მოგვიანებით ემინემმა  უარყო, რომ შოუს შემქმნელებისგან მსგავსი მითითება მიიღო, თუმცა ფაქტია, დღეს მედია სწორედ ამას განიხილავს.

ვიდეო/ფოტო: დაუვიწყარი ჰიპ-ჰოპ შოუ – რა ხდებოდა Super Bowl-ზე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები