ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონია გაიმართა. მოვლენის ტრიუმფატორი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, იაპონური სერიალ „სეგუნი“ გახდა.
მან 18 ჯილდო მიიღო, მათ შორის კატეგორიებში: „საუკეთესო რეჟისურა“, „საუკეთესო დრამატული სერიალი“, „საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში“.

„საუკეთესო კომედიურ სერიალად“ „ხრიკები“ დასახელდა. „საუკეთესო მინი-სერიალად“ „ირმის ნუკრი“ აღიარეს. „საუკეთესო ანიმაციური სერიალის“ ჯილდო კი „ცისფერთვალება სამურაიმ“ მიიღო.
Emmy 2024-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია
Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

