LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Emmys 2021-ის ნომინანტთა სია ცნობილია

41
page

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmys-ის წლევანდელი, 73-ე დაჯილდოების ნომინანტების სია ცნობილია. ყველაზე მეტი ნომინაცია სერიალებმა „გვირგვინი“ და „მანდალორელი მიიღეს, ისინი 24 კატეგორიაში არიან  წარდგენილნი. ლიდერთა სამეულში ასევე  სერიალი „ვანდა/ვიჟენი“ და „მხევლის წიგნი“ შევიდა, რომლებსაც 23 ნომინაცია აქვთ.

„წლის საუკეთესო მინი-სერიალის“  წოდებას რაც შეეხება, ამ კატეგორიაში შემდეგი სერიალებია წარდგენილი: „შეიძლება გაგანადგურო“ „მეირი ისთტაუნიდან“ „ლაზიერის გამბიტი“ „ვანდავიჟენი და „მიწისქვეშა რკინიგზა“.

https://www.youtube.com/watch?v=CDrieqwSdgI

საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • სტერლინგ ბრაუნი – ეს ჩვენ ვართ
  • ჯონათან მეიჯორსი – Lovecraft Country
  • ჯოშ ო’კონორი – გვირგვინი
  • რეგე-ჟან პეიჯი – ბრიჯერტონი
  • ბილი პორტერი – პოზა
  • მეთიუ რიზი – Perry Mason

საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • უზო ადუბა – In Treatment
  • ოლივია კოლმანი – გვირგვინი
  • ემა კორინი – გვირგვინი
  • ელიზაბეტ მოსი – მხველის წიგნი
  • ემჯეი როდრიგესი – პოზა
  • ჯერნი სმოლეტი – Lovecraft Country

„ემის“ 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები