LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოცია, რომელიც სავსეა სიკეთით, სიყვარულით და დიდი პასუხისმგებლობით – ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი კულტურის განვითარების ფონდის „მესმას“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

283
მეკო ქავთარაძე

8 სექტემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი კულტურის განვითარების ფონდის „მესმას“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

ფონდი მიზნად ისახავს საქართველოში კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას.

მეკო  ქავთარაძის  ახალგაზრდული კაპელა, ახალი კულტურის განვითარების ფონდის „მესმას“  პრეზენტაციაზე  მაყურებლის  წინაშე  ორკესტრთან ერთად დავით თორაძის ორი ნაწარმოებით წარსდგა.

შესრულდა მუსიკა კინოფილმიდან „დღე პირველი დღე უკანასკნელი“,  რომელიც მანანა მენაბდის ხსოვნას მიეძღვნა.

ეს იყო დაუვიწყარი, მუსიკალური დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდა მუსიკოსთა დასი, ორკესტრი, კაპელა… რომელთა ჟღერადობაც ჰარმონიულად ერწყმოდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ულამაზეს გარემოს .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g