უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი დაიბრუნა.
„ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომელი ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვისას დაქორწინდნენ. ასევე არის ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 2,5 წელიწადი იმყოფებოდა“, – წერს ანდრეი ერმაკი.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „რთული მოლაპარაკებების შედეგად” უკრაინული ტყვეობიდან მათ სამი პილოტი დაიბრუნეს.