ბავშვთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 ნოემბერს აღინიშნება, ნატალია ვოდიანოვამ თავის მიმდევრებს სოციალურ ქსელში თავისი ოჯახის ფოტო გაუზიარა. 35 წლის მოდელმა გადაწყვიტა ოფიციალური თარიღით ესარგებლა და საზოგადოებისთვის დედობისა და ბავშვობის მნიშვნელობა შეეხსენებინა.
„ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს ოჯახი, დიდი სიყვარული, ბედნიერება და იმედი. ყველა დედას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და მათაც, ვინც დედობაზე ოცნებობს“ – დაწერა ნატალიამ.
კადრში მოდელი თავის სამი წლის ვაჟთან, მაქსიმესთან, 15 წლის ლუკასთან და 11 წლის ნევასთან ერთად არის გამოსახული. რუს მოდელთან ერთად ანტუან არნოც არის წარმოდგენილი, რომელიც მოდელის ორი უმცროსი ვაჟის მამა.


