LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ვიდეო: „ჩახუტება 7 წლის შემდეგ“ – რა სიურპრიზი მოუწყო ემიგრანტმა დედამ შვილს ბოლო ზარზე

2229
Untitled design

19 მაისს, სკოლებში „ბოლო ზარი“ აღინიშნა. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო გავრცელდა სიურპრიზების შესახებ, რომლებიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მოუწყვეს.

ფეისბუკგვერდი „დღესასწაული“ ავრცელებს ემოციურ ვიდეოს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ემიგრანტი დედა, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა, საქართველოში 7 წლის შემდეგ, შვილის ბოლო ზარზე ჩამოვიდა.

როგორც კადრებიდან ირკვევა, შვილმა დედის სიურპრიზის შესახებ არაფერი იცოდა და მათი შეხვედრაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

 

‼️?სიურპრიზად ჩამოსული ემიგრანტი დედა შვილის ბოლო ზარზე??️❤️ შეხვედრა თელავში 7 წლის შემდეგ??
დაგვიკავშირდით ☎️
Viber: +995 599052161
WhatsApp: +995 599904430

Posted by დღე ‘ სასწაული on შაბათი, 20 მაისი, 2023

 

 

ვიდეოკადრები თელავის მე-2 სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზეა გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები