LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ვიდეო: ოჰაიოელი მამაკაცი ექთან მეუღლეს ნიუ-იორკში აცილებს

344
ambulance news usa

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო თვითიზოლაციის რეჟიმზეა გადასული და ადამიანთა უმრავლესობა სახლიდან საერთოდ არ გადის. ბუნებრივია, ეს არ ეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ისინი სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავენ და ამის გამო საკუთარ ოჯახებს კვირაობით ვერ ნახულობენ.

რთული არჩევანის გაკეთება მოუხდა ვერონიკა ფოკარეტოსაც, ოჰაიოელმა ექთანმა 20 თანამშრომელთან ერთად სახლი დატოვა და ვირუსის ეპიცენტრისკენ, ნიუ იორკისკენ გაემართა. შტატებში ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ არავინ იცის თუ როდის შეძლებენ მედიკოსები ოჯახებში დაბრუნებას.

ვერონიკას მეუღლემ, ჯეიმიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ეპიცენტრისკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების ავტომობილების კოლონაა ასახული და ერთ–ერთ მათგანში მისი მეუღლეც ზის.

ჯეიმიმ ვერონიკა შვილთან, მიასთან ერთად გააცილა და მამა–შვილისთვის ეს მარტივი ნამდვილად არ იყო.

„ვიდეოს გადაღების შემდეგ მე და მიამ ძალიან ბევრი ვიტირეთ, რადგან ის ძალიან გვენატრება“, განაცხადა მამაკაცმა, – „ვერონიკა ყოველთვის სხვებზე ზრუნავს, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღება სულაც არ გასჭირვებია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, ისევე როგორც მისი კოლეგები, სახლებში მშვიდობით დაბრუნდებიან.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g