LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემუქრება თუ არა პარლამენტს პარალიზების საფრთხე?

92

”რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობას უფრო საინტერესოს გახდის, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები კოალიციაში არჩევნებამდე რჩებიან, მათ პოლიტიკური გაერთიანების წევრებად, კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტები უკვე აღარ აღიქვამენ.

”რესპუბლიკურმა პარტიამ” ვერ მოახერხა, კაოლიციის წევრებისათვის აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილება, ამიტომ ამის ახსნა საზოგადოებისთვისაც გაუჭირდებათ. ამ ეტაპზე, მე გამიჭირდება დავინახო განსხვავება ”ქართულ ოცნებასა” და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის, ვინაიდან ისინი ხელისუფლებაში ერთი საარჩევნო პროგრამით მოვიდნენ.  თუმცა, ვფიქრობ, თუ რესპუბლიკელები პარლამენტში უფრო კრიტიკულები იქნებიან, საპარლამენტო ცხოვრება უფრო მეტად დაემსგავსება საპარლამენტო ცხოვრებას და ავტომატურად აღარ მოხდება ყველაფრის გაზიარება” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რაც ეხება კითხვას, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენონ, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს, რომ რესპუბლიკელების გარეშე, ”ქართული ოცნება” უმრავლესობას ინარჩუნებს და თუ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში დადგება, დავით უსუფაშვილს მარტივად გადააყენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g