LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემზადება თუ არა ირაკლი კობახიძე პრემიერობისთვის – „გარედან რაც ჩანს, მძიმე სანახავია“

444
gaxaria kobaxa (1)

ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც გვითხრა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მართლა გაიხურა კარი და წავიდა. ამის ერთ–ერთი შესაძლო დამადასტურებელი ფაქტი ისაა, რომ უკვე ღიად დაიწყო პრემიერ გახარიას წასვლაზე საუბარი, რომლის ადგილსაც, როგორც აღმოჩნდა,  არაერთი „მეოცნებე“ უმიზნებს. ყველას გვახსოვს (თუ არა, შეგახსენებთ), რომ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ გახარიას შესაძლო შემცვლელად კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე დაასახელა. კობახიძის გვარი კი ამ ჩამონათვალში მოგვიანებით გაჩნდა.

მაშინ ჭიჭინაძე ხაზს უსვამდა, რომ კობახიძე–კალაძის გუნდს გიორგი გახარიას თავიდან მოშორება უნდა და არ გამორიცხა, კომრომატების ომის დაწყება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ გახარია, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე უნდა შეიცვალოს.

უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ისიც აღნიშნა, რომ კობახიძე ის პირია, რომელიც რომ მიუშვა ყველა თანამდებობას შეითავსებს და არც ივანიშვილს გაუთიშავს ტელეფონს, როგორც ეს კვირიკაშვილმა „გაბედა“ თავის დროზე. იქნებ ამიტომაც უკვე ღიად დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ირაკლი კობახიძე, რომლის სახელი და გვარი საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანას ირიბად უკავშირდება, პრემიერობისთვის ემზადება.

ჩვენ ამ პოლიტიკური ვერსიების განსახილველად ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს დავუკავშირდით, რომელმაც თქვა, რომ ის შიდა დაპირისპირება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, მძიმე სურათს ქმნის.

„მე „ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე პროცესებით არ ვინტერესდები, მაგრამ რაც ჩანს ერთი შეხედვით, მძიმე სურათია. საინტერესოა, გუნდის შიგნით თუ ფიქრობენ, რას გამოიწვევს გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა პარტიის ამომრჩეველში და როგორი შოკი იქნება მათთვის კობახიძის იმედად დარჩენა.

 

თუ გახარია შეიცვლება, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს ერთი ჯგუფი აიღებს. ეს კი ივანიშვილის სტილი არ არის. თუ ოცნებაში მაგიდა აყირავდა, ე. ი. ბიძინა ივანიშვილი მართლა გვერდზე გადგა, რადგან ის გუნდის შიგნით მუდმივად ატარებდა ბალანსის პოლიტიკას“, – ამბობს ლაგაზიძე.

 

ჩვენ პოლიტიკის ექსპერტს ოპოზიციის ქმედებებსა და ნაბიჯებზეც ვკითხეთ, რაზეც გვითხრა, რომ დღევანდელი ოპოზიცია ხალხის რეალურ საჭიროებებს აცდენილია.

„ქართულ პოლიტიკას განახლება, ახალი სახეები სჭირდება, თუმცა მხოლოდ ახალი სახე არაფრის მთქმელი იქნება, თუ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა არ შეიცვლება. რეგიონის მააცხოვრებლებისთვის ტელევიზიის ჩარჩოში მყოფი პოლიტიკოსი მომხიბლავი ნამდვილად არ არის“ , – თქვა ექსპერტმა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პროკურატურაში დაბარებას და გირაოს გადახდის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:

ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად მზადაა ნიკა მელია გმირის როლი მოირგოს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მისი კონტროლი ციხის გარეთ თუ შიგნით რთული იქნება.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის გირაოს გადასახდელად მიცემული ვადა დღეს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g