LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია “ოცნებას”: “ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა”

94
unnamed

ვინ გადაიხდის ნიკა მელიას გირაოს ან გადაიხდის, თუ არა საერთოდ, დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი. ერთი დღით ადრე კი ისევ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.”ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე 40 ათასის ჩარიცხვას მელიას მომხრეები აპირებენ, თავად მელია კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს.

არც ერთ “ნაციონალს” არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, ეს მათი ბუნება არ არის – მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მელია გირაოს გადაიხდის

ცოტა ხნის წინ, “ოცნების” წევრების განცხადებას მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.

როგორც ნიკა მელია წერს, რომ პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს პარტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებასთან გვაქვს.

“პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა ქართულ ოცნებას და აიჭრნენ

უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო – პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე.

პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე – თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი.

ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი

რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად.

მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ!

მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!” – წერს ნიკა მელია.

მელია: ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები