LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი

103
1611902597915113

გირაოს არგადახდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს ნიკა მელია. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აცხადებს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.

მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას კოდის მიღების მოთხოვნოთ არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს.

„კიდევ ერთხელ ძალიან საჯაროდ მინდა, განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფერის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცვხილი, და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი – ე.წ. გავრილოვის საქმე.

არც ერთ "ნაციონალს" არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, ეს მათი ბუნება არ არის - მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მელია გირაოს გადაიხდის

მდინარაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილს სურს ნიკა მელიას სახით, ფსევდოგმირი გამოიყვანოს, ამით ცეცხლი დაანთოს, რადგან მეტი შანსი აღარ აქვს.

მეორეც, ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მსურველმა გადაიხადოს თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს, რადგან თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს ან მის ადვოკატს.

ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის საქართველოს ბანკს, მაგრამ ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი. მინდა, მივმართო თხოვნით, პატივისცემით „საქართველოს ბანკს“, რომ თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. მოგმართავთ თხოვნით, ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ, იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება – „საქართველოს ბანკი“. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.

ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური რაღაცა პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია, პლუს „ოცნების“ დეპუტაცია, თუ ასეთი ვიღაც აღმოაჩინეს, პირდაპირ  გეუბნებით, რბილად რომ ვთქვა, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის, რომ ის არის მჭიდროდ დაკავშირებული სპეციალურ უსაფრთხოების სამსახურთან“.– განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები