პარლამენტარი ემზარ კვიციანი “ფეისბუქზე” ისევ ლაივში ჩაერთო – ამჟერად განზრახ. კვიციანი და მისი მეგობრები, როგორც ჩანს მის ცნობილ პირველ ლაივზე ხალისობენ.
პარლამენტარი, ამჟამად მეგობრების წრეშია. მათ შორისაა, თამაზ მეჭიაურიც.
“უიმე ბიჭო, SMS-ები მომდის, მემგონი ჩამერთო რაღაცა, ვახ, ამ ბუხართანაც ხდება ასეთები? 37 ადამიანი გვიყურებს” – ხუმრობს ვიდეოში კვიციანი.