LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთეუეი ორსულად არის (ფოტო)

476

ენ ჰეთეუეი დიზაინერ-იუველირ ადამ შულმანს ცოლად 2012 წელს გაჰყვა. უკვე სამი წელია, ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილი ცდილობს, შვილი ჰყავდეთ, ჰეთეუეი და შულმანი ბავშვის აყვანასაც განიხილავენ.

ახლა კი ჟურნალისტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, სულ მალე მსახიობისა და მისი რჩეულის ოცნება ახდება და მშობლები გახდებიან. ფილმ „სტაჟიორის“ პრემიერაზე, სადაც ენი მთავარ როლს ასრულებს, მსახიობი მჭიდრო, შავი კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივიდა. ორსულობის შესახებ ინფორმაცია მედიაში ჰეთეუეის მომრგვალებული მუცლის გამო გაჩნდა.

„ენისთვის და ადამისთვის არაჩვეულებრივი სიახლეა. ისინი დიდი ხანია ცდილობენ, მშობლები გახდნენ, ჰქონდათ პრობლემები, რასაც ძალიან განიცდიდნენ,“ – განუცხადა ჟურნალ OK!-ს საკუთარმა წყარომ პრემიერამდე ერთი დღით ადრე.

5b755560538806aff2220c245c446f8d-620x1202 1479c1152d8a9bc5df9ae643eb4c59d5-620x981

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g