როგორ მოვუაროთ კუჭ-ნაწლავს სადღესასწაულო დღეებში, როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და როგორ შევამსუბუქოთ გაღიზიანების სიმპტომები – აღნიშნულ თემაზე „ტვ პირველის“ ეთერში ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ისაუბრა.
ჯანჯღავამ ასევე განმარტა, რას ნიშნავს განტვირთვის დღეები.
როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, უნდა ვეცადოთ საკვები არ ავურიოთ.
„ნოყიერი სუფრიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კვება იყოს დანაწევრებული, ანუ 4-5 კვებაზე გადავანაწილოთ და არ შევურიოთ ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქტი,“ – აღნიშნა ჯანჯღავამ.