LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალი ხვალ თბილისში გაიმართება

97

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა ხვალ თბილისში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი გახსნიან.

დაგეგმილია ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივნის ურბან რუსნაკის ერთობლივი პრესკონფერენციაც.

კონფერენციის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ეწვეია. მათ შორის, Energy Community-ს დირექტორი ჯანეზ კოპაჩი, ქარტიის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, საერთაშორისო ოგრანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილავენ რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისსა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხებს, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და სამომავლო პერსპექტივებს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ეს პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის გაზრდას, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესიტიცების მოზიდვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g