LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალზე პროგრამისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

114
ლეო

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალი მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და პროგრამისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი პარტნიორობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის კუთხით – მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში. შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი მოქმედებს როგორც ფორუმი, აზრებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გასაზიარებლად, ექსპერტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა მასში 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ.

22-ე მინისტერიალის დევიზია „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცვლილებების ეპოქაში“, ძირითადი თემა კი – რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ცვლილების ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, რომლებიც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები