LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგო და გაზის კომპანიებს ტარიფი რამდენიმე თეთრით გაეზარდათ

46

სემეკმა დღეს რამდენიმე სატარიფო განაცხადი განიხილა და ახალი ტარიფები დაადგინა. ენერგოკომპანია ”ხრამ ჰესი 1”-სთვის ტარიფი 1 კვტსთ – 1.58 თეთრით გაიზარდა, ხოლო კომპანია ”ხრამ ჰესი 2”-სთვის – 1.85 თეთრით.

სემეკის გადაწყვეტილებით, ორივე კომპანიისთვის აღნიშნული ტარიფები ძალაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა და 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს. თუმცა როდიდან მოახდენს გავლენას აღნიშნული ტარიფები სამომხმარებლო ტარიფებზე, სემეკში არ კონკრეტდება. ამასთან, სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, კომპანიები ”ხრამ ჰესი 1” და ”ხრამ ჰესი 2” ტარიფების გაზრდას 40%-ით ითხოვდნენ, რაც მისი თქმით, სემეკმა არ დაუკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე სემეკმა ასევე გაზის გამანაწილებელ კომპანია ”არზუ გაზსაც” ახალი ტარიფი დაუდგინა. აღნიშნულ კომპანიას ტარიფი 7.5 თეთრით გაეზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g