LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესს არ შეეძლო მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება გამოეწვია – „ენგურჰესის“ განცხადება

99
Untitled design

“მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება”, – “ენგურჰესი” ენგურის გადმოკვეთის დროს, სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო

როგორც “ენგურჰესის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად:

“პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება.

მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.

აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.

ენგურის გადმოკვეთისას სამი ადამიანი დაიღუპა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების შედეგია: სუს-ი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g