LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 19 დეკემბერს დადგინდება

20

“ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების კასკადის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 19 დეკემბერს გახდება ცნობილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს აღნიშნული ჰესების სატარიფო განაცხადები განიხილა, თუმცა სემეკის წევრის გიორგი ფანგანის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა, ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსს ამტკიცებს ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო.

ფანგანის განმარტებით, აღნიშნული ბალანსები აუცილებელია კომისიისთვის, რათა მოხდეს სრული საბოლოო დაანგარიშება ტარიფების, შესაბამისად, სემეკმა ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგი სხდომისთვის გადადო.

დღეს “ენგურჰესისთვის” 1კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დღგ-ის გარეშე 1.496 თეთრია, “ვარდნილჰესების კასკადისთვის” კი – 2.880 თეთრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g