LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესის კაშხლის ტურისტულ ზონად მოწყობის პროცესი იწყება

76

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის.

ტურისტული ზონის პროექტირებისთვის სატენდერო თანხები სახელმწიფოს მხრიდან უკვე მობილიზებულია და ის მაისის თვეში გამოცხადდება.

პროექტირების ეტაპი 1 წელს გასტანს, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს: გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g