ორსული ენი ჰეთეუეი ბოლო თვეების მანძილზე ნამდვილად იყო პოპულარული პორტალების გმირი. ის პაპარაცებმა სხვადასხვა ფორმაში არაერთხელ დააფიქსირეს. ამჯერად კი ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც მარტში იმშობიარა, პირველად გამოჩნდა ლოს-ანჯელესში ახალშობილ ვაჟთან, ჯონათანთან ერთად. მსახიობს თან ახლდა მეუღლე, ადამ შულმანი და წყვილი პატარასთან ერთად სასეირნოდ იყო გამოსული.
ენი ჰეთეუიე მომატებული წონის მიუხედავად, ფანტასტიურად გამოიყურებოდა კომბინეზონსა და ფერად სათვალეებში. ფოტოებზე მსახიობს პატარა გულზე ჰყავს მიკრული და მისი სახე კარგად არ ჩანს. როგორც ჩანს, მსახიობმა საგანგებოდ დამალა ის ცნობისმოყვარე პაპარაცებისგან.