LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენისტონ-პიტ-ჯოლის სასიყვარულო სამკუთხედი

109

ენისტონ-პიტ-ჯოლის სასიყვარულო სამკუთხედი ჰოლივუდის უახლესი ისტორიის კლასიკა გახდა. როგორ მიიღო ერთ-ერთმა ყველაზე მიძინებულმა სასიყვარულო ისტორიამ მოულოდნელი გაგრძელება დაინგრევა თუ არა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ოჯახი?

ამ დღეებში, ამერიკული გამოცემები აქტიურად წერდნენ ანჯელინასა და ბრედს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, რაც, როგორც გაირკვა, ბრედის ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობით აიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე ბრედმა დაანგრია ოჯახი ჯენიფერთან და რომანი გააბა ანჯელინა ჯოლისთან. მას შემდეგ, ანჯელინა და ბრედი დაუშლელი კავშირის სიმბოლოდ მოიაზრებოდნენ. ბოლო დროს გაჩნდა რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, რომ წყვილი დაშორებას გეგმავდა, მიზეზად ხან ანჯელინას ავადამყოფობა და ხან ურთიერთობაში გაჩენილი კრიზისი სახელდებოდა. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ ბრედს ექს-მეუღლესთან ურთიერთობა აქვს, რასაც ანჯელინას ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ ყველაფრის გამო ჯოლის განქორწინება სურს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სასიყვარულო ისტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები