ანჯელინა ჯოლის ფილმი „ზღვასთან ახლოს“ წყვილის წარუმატებელ სასიყვარულო ისტორიას ასახავს. ფილმის რეჟისორი ანჯელინა ჯოლია, მასში მონაწილეობს ბრედ პიტიც, რომელიც 2005 წლამდე ჯენიფერ ენისტონის ქმარი იყო.
ტაბლოიდები წერენ, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ენისტონმა აღნიშნა, რომ ძალიან მიამსგავსა თავი მთავარ პერსონაჟს და ფილმის ისტორია ძალიან ჰგავს მისი და ბრედ პიტის თანაცხოვრების ამბავს. მსგავსება მთელი სიუჟეტის მანძილზე გრძელდება : მთავარი გმირები მიდიან სამოგზაუროდ,რათა იხსნან ქორწინება; ცოლ-ქმარს არ შეუძლია ჰყავდეს შვილი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო; რამდენიმე წარუმატებელ ორსულობას კი მთავარი პერსონაჟი ქალი დეპრესიამდე მიჰყავს.
ამერიკული ტაბოიდების წყარო ამბობს, რომ ანჯელინას ფილმმა ენისტონი სრულებით არ გაახარა. ფილმმა „ზღვასთან ახლოს“ აჩვენა ზუსტად ის სიტუაცია, რაც ჯენსა და ბრედს ჰქონდათ ერთად ცხოვრების დროს. ენისტონს ჰგონია, რომ ანჯელინამ სპეციალურად გადაიღო ფილმი მასზე, რომ კიდევ ერთხელ ეტკინა გული.