LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს… ჩართული იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში” – ირაკლი კობახიძე

135
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკრეტული „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაში.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, „ენჯეოების“დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ პროპაგანდაში უხეში ფორმით მონაწილეობა.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

„სამწუხაროდ, „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული და აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის უხეში ლგბტ პროპაგანდა , რაშიც ჩართული არიან კონკრეტული „ენჯეოები“ .

დარწმუნებული ვარ, რომ დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუჭირდებოდათ საკუთარი დონორების რეპუტაციას, მათ მოუწევდათ გაუფრთხილდებოდნენ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერებს.

შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, ამაზეც ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს: კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართული იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიდაგა ზიანი, მაგალითად, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესებს, აქაც კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართულნი. მგონია,რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ ყოფილიყო,

„ენჯეოებს“ ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონერებს.

შემდეგი საკითხი – სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური მცდელობა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია. თითქოს, ამ ხალხს არ უყვარს სტიგმატიზაცია, გახსოვთ როგორი უხეში , საბჭოური მეთოდით ცდილობდნენ ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას. მათ კარგად იციან, რომ თუ გინდა სახელმწიფო ჩამოშალო პირველ რიგში სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო, აქედან გამომდინარე ეს „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას , რეპუტაციის შელახვას. აქაც ვიტყვი დაფინანსება გამჭვირვალე, რომ ყოფილიყო და მაშინ ემოქმედა კანონს, მგონია, რომ „ენჯეოები“ ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს ჩააყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

magti 5g