LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „31 მარტი უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ ერთსულოვნად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა“

134
ირაკლი კობახიძე

„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა!“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.

კობახიძის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.

„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა!
1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა.
31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

💬🔻 „ამ ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, ემიგრაციით დაცლილი…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 30 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g