LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის ცნობით, გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს – „მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“

404
Untitled design (1)

გლდანში, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ შეკრებილები, პარტიის წარმომადგენლებსა და სამართლდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე დააკავეს.

„ფორტუნა“ ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მირებისთანავე შემოგთავაზებთ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობაც“.

„პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, „რუსული ოცნების“ ორგანიზებით, თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ – ირაკლი ეძგვერაძეს.

ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.

მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. „სამართალდამცველებმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს „რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება.

„ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!“ – წერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს გლდანში, სახლთან 50-დან 60-მდე პირი დაესხა თავს.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი 

ხაბეიშვილი: „ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს“

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g