„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.
ამის შესახებ ნიკა მელია საუბრობს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული:
„ნახევარი საათის წინ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ეძგვერაძე გლდანში, სახლში მობრუნდა, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი“, – ამბობს ნიკა მელია.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია განახლებადია.
თავდასხმა გლდანში
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on პარასკევი, 22 სექტემბერი, 2023