LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევის წესის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა – სავარაუდოდ, 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი ჩამოყალიბდება

41
23

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევის წესის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც, რომლებიც „იზრუნებენ, რომ ეს არჩევნები იყოს „სამართლიანი, გამჭვირვალე და გასაგები“.

ბარამიძემ ისაუბრა ვადებზეც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს პროცესი 22 ნოემბრამდე დასრულდება.

„გუშინ ეს პროცესი დაიწყო იმით, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რა წესითაც უნდა იქნეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არჩეული. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არამარტივი სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მით უმეტეს, ამ ქოცური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ან ვიღაც სხვა, დაინტერესებული პარტიების წარმომადგენლებმა, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა. ასევე, არის ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ემიგრაციამ.

ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ამ პროცესის სამართლიანობაში და ეს პროცესი იყოს ყველასათვის გამჭვირვალე, გასაგები, მისაღები და შედეგი რაც დადგება, ბუნებრივია, იყოს ობიექტური. ამისთვის ჩამოყალიბდა ჯგუფი, ვინც, ვთქვათ, ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და ასევე, ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია და ამ ჯგუფის ერთად მუშაობის შედეგად 22 რიცხვამდე, ასეთია ჩვენი ამოცანა, რომ იმედია შევძლებთ ამ წესის შემუშავებას, უნდა იყოს ეს წესი ჩამოყალიბებული.

შემდეგ, დიდი ალბათობით, ამას დაამტკიცებს და ამაზე იმსჯელებს პოლიტიკური საბჭო და შემდეგ დაიწყება კამპანია იმ კანდიდატურების, რომლებიც დაასახელებენ თავს. მოგეხსენებათ, უკვე ნიკა მელიაა დასახელებული და კიდევ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ დაიკავონ ეს ადგილი და ჩვენ, ასევე, ველოდებით, რომ შესაძლოა, სხვა კანდიდატურებიც გამოჩნდნენ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები