ენრიკე იგლესიასი მინი საერთაშორისო ტურნეს გამართავს, რომლითაც მექსიკაში, პოლონეთში, ყაზახეთსა და სლოვაკეთში წარდგება.
დაგეგმილი პერფორმანსები არტისტის უკანასკნელი სტუდიური ალბომის – Final (Vol. 2) მხარდასაჭერად გაიმართება, თუმცა მსმენელი უკვდავ ჰიტებსაც მოისმენს.
ყაზახეთს იგლესიასი პირველად ეწვევა და ერთდროულად ორ ქალაქში იმღერებს, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ცენტრალური აზიისთვის.
3 და 5 სექტემბერს, შემსრულებელი კონცერტებს ასტანასა და ალმათში გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ბოლო პერიოდში ხშირად მასპინძლობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს – 2025 წელს იქ კონცერტები ჯენიფერ ლოპესმა და Backstreet Boys-მა გამართეს.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ენრიკე იგლესიასმა 2024 წლის 29 მარტს კარიერის ბოლო ალბომი გამოუშვა, მისი განცხადებით სიმღერების წერასა და ცოცხალ შესრულებებს მომავალშიც გააგრძელებს. 2025 არტისტისთვის საიუბილეო გახლდათ. გარდა იმისა, რომ შარშან ის 50 წლის გახდა, ასევე 30 წელი გავიდა მისი სადებიუტო სტუდიური ალბომის გამოსვლიდან.