LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია

136
ენტონი ბლინკენი

„ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია“, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

მისი თქმით, საჭიროა, რუსეთი მზად იყოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩასართავად, რადგან დიალოგის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს.

„ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს – და მე მესმის. მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – განაცხადა ბლინკენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g