LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ძალა შემცირდა, მისი ეკონომიკა ბარბაცებს, ნატო, დასავლეთი, უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე

240

რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სამი მიზანი ამოძრავებდა და სამივემ მარცხი განიცადა.

როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, უკრაინა ახლა უფრო ერთიანია, ისევე როგორც ნატო, დასავლეთი უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„რუსეთს სამი მიზანი ჰქონდა: უკრაინის დამორჩილება და მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფა; რუსეთის ძალაუფლების დამტკიცება; დასავლეთის, ალიანსის გაყოფა. მან სამივე ფრონტზე მარცხი განიცადა

უკრაინა ახლა უფრო ერთიანია. სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით მეტხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება ასპარეზზე. რუსეთის ძალა, ფაქტობრივად, საგრძნობლად შემცირდა. მისი ეკონომიკა ბარბაცებს და, რა თქმა უნდა, ნატო, დასავლეთი, უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ჩვენ უკვე ვნახეთ რუსეთის დრამატული უკუსვლა,“- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g