რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს კიევის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილებში რუსი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას.
„კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც თითქოსდა მოწმობს კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ რაიმე სახის „დანაშაულის“ ჩადენას, არის მორიგი პროვოკაცია“, – ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA სამინისტროს განცხადებაში.