აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილება, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს შემდგომი დახმარება გაუწიოს ანკარას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში.
დღის წესრიგში ასევე იქნება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რომელთა რატიფიცირებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.
ორშაბათს, ანკარაში ბლინკენი შემდგომ ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. ის ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.