LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენს სახლში იმყოფებიან, ზოგჯერ ძალიან რთულია ისინი აიძულო წავიდნენ

75
1637592221-antony-blinken-gty-jt-201123-1606166749745-hpMain-4x3-992

“უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენს სახლში იმყოფებიან, ზოგჯერ ძალიან რთულია ისინი აიძულო წავიდნენ,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინკონფერენციისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, რუსეთი ცდილობს გამოწვევა შეუქმნას საერთაშორისო სისტემას და გაანადგუროს ტრანსატლანტიკური ალიანსი, დაარღვიოს ერთიანობა და ზეწოლა მოახდინოს დემოკრატიებზე.

„ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო აქტიურობისა და მწვავე რიტორიკის ესკალაციას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენი ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის საკითხს შეეხო.

„რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს კითხვები მოთხოვნის ბუნებასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მეტი ამის შესახებ. მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს და ისე გააკეთოს ეს, რომ პატივი სცეს მომიტინგეების უფლებებს და ამავდროულად კანონი და წესრიგი დაიცვას. ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები