LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ჰოპკინსი ზიგმუნდ ფროიდის როლში – „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა

398
page

ოსკაროსანმა მსახიობმა, 85 წლის ენტონი ჰოპკინსმა მორიგ მასშტაბურ კინოპროექტზე მუშაობა დაასრულა.  „ჰანიბალის“ ვარსკვლავმა ლეგენდარული ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის როლი მოირგო. გადაღებები ირლანდიაში მიმდინარეობდა.

85 წლის ენტონი ჰოპკინსი ზიგმუნდ ფროიდის როლში – ნახეთ ფილმის, „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პირველი ფოტოები

„ფროიდის უკანასკნელი სეანსი“, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის პირველი „თრეილერიც“ უკვე გავრცელდა და უდავოა, წინ საოცარი სანახაობა გველოდება.

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის  შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1939 წელს, ლონდონში მდებარე  სახლში, რომანების სერიის, „ნარნიის ქრონიკების“  ცნობილ ავტორს, ბრიტანელ მწერალს, კლაივ ლუისს მიიწვევს. ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ისინი მრავალ ღრმა თემებზე ბჭობენ და აანალიზებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა  სიყვარული, სექსი და ღმერთის არსებობა. გარდა ამისა, კინოსურათში აღბეჭდილია ფროიდის ურთიერთობა ლესბოსელ ქალიშვილთან, ანა ფროიდთან. ფილმში ერთმანეთში ირევა წარსული, აწმყო და ფანტაზია, ეს ყველაფერი კი ფროიდის კაბინეტის კედლებში ხდება.

ფილმის, „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პრემიერია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს შედგება.

84 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიას კვლავ დაწერს! – „ბრიტანელი შინდლერის“ როლის შესრულებით, ლეგენდარული მსახიობი უკრაინელ დევნილებს მიაგებს პატივს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები