„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ტელესახე ქეთი დევდარიანი, სოციალურ ქსელში ექიმების მხრიდან ანტივაქსერობის, ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეობას ეხმიანება და წერს:
„კორონა მორჩება (ოდესმე), მაგრამ ექიმების, განსაკუთრებით კი პედიატრების ანტივაქსერობა (თან ბევრი ყოფილა ასეთი) ძალიან ცუდი ნიშანია და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეების მედიცინის ხარჯზე სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
ექიმის ანტივაქსერობა მის უვიცობაზე და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.
ეს იგივეა, მძღოლს რომ ძრავის გარეშე დაქოქილი მანქანის სჯეროდეს, რადგან მამა შალვა კეკელიამ თქვა, არის ასეთი შემთხვევებიცო“.