„ექიმების ინფიცირებიდან გამომდინარე, ექიმების გარეშე ჩვენ არ დავრჩებით, ვინაიდან მათი ინფიცირების მაჩვენებელი, დღეს, საქართველოში არის 6,5%”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, 11%-იანი მაჩვენებლის შემცირება ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარეობს ექიმების გადამზადების კუთხით.
“ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90%. ასევე, ზაფხულის პერიდში, გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი და ვაგრძელებთ ტრენინგებს.” თუმცა, მინისტრი აქვე განმარტავს, რომ ტრენინგებს მიღმა, ექიმთა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან-ექიმზე.
