LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმების რჩევის მიუხედავად, კიმ კარდაშიანი საკეისროზე უარს ამბობს

110

კიმ კარდაშიანი გამოტყდა, რომ შესაძლოა მას საკეისრო კვეთის გაკეთება დასჭირდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რეალითი შოუს ვარსკვლავი აცხადებს, რომ ბოლო ეხოსკოპიის დროს ბავშვს ჯდომითი მდებარეობა ჰქონდა, რომლის დროსაც საკეისრო კვეთა აუცილებელია. კარდაშიანი ამბობს, რომ ნაყოფი 32 კვირის ვადაზე უნდა შემოტრიალებულიყო, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს და ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის ემზადება.

კარდაშიანის თქმით, ის დღეში 15 წუთის მანძილზე სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს, რაც შესაძლოა ნაყოფს შემოტრიალებაში დაეხმაროს. საკეისროს კი, ვარსკვლავი მხოლოდ უკიდურს შემთხვევაში დათანხმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები