LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს 

164
ექთნები და ექიმები

2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შრომის ინსპექციის სამსახური შეისწავლის.

პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებს და ექთნებს ხელფასი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით გადაუხადოს.

ექთნების მინიმალური ხელფასი ₾792 , ექიმების - ₾1260 გახდა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.

მანდატის გაფართოების შედეგად, შრომის ინსპექციას აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკები დაჯარიმდებიან.

“კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებლების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად!”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

mazda magti 5g