LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

6122
BeFunky-collage (6)

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

“შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია, ​დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა.

ნაყოფის გარდარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა,” – განუცხადა მედიას ექიმმა.

მარნეულში მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება. ბავშვი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, “ამტელ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ის ამ დრომდე მარნეულის “ავერსის” კლინიკაში რჩება.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. აქედან ერთი ორსული. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა – ერთი ოჯახის წევრები არიან.

ინციდენტს შს სამინისტრო იძიებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები