ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც სოციალურ ქსელში მისი შვილი ირინა გაფრინდაშვილი წერს, ვაჟა გაფრინდაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.
„მამაჩემს, ვაჟასაც დაურეკეს გამოძიებიდან, რისთვის იბარებენ არ განუმარტავთ.
ვაჟამ უარი განაცხადა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე და ელოდება მაგისტრატ მოსამართლესთან სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებას.
რისთვის იბარებენ გამოძიებაზე, არ ვიცით, ამიტომ ეს პოსტი არის ინფორმაციული”, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.