LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფრინდაშვილი სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანეზე: ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება

1342
Untitled design (19)

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ აღნიშნავს, რომ ასეთი უდიერი დამოკიდებულება მის მიმართ ცხინვალის ციხეშიც არ ყოფილა.

„ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს.

თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირისპირება ცხინვალის ე.წ ციხეში არ ყოფილა.

არავითარი პირადი ან რელიგიური შუღლი არ ყოფილა ჩემ მიმართ და ჩვენი მოქალაქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი“. – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები