LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის

111
ელენე-ხოშტარია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმი – თერაპევტი ვალერიან ლობჟანიძე აცხადებს, რომ „პარტია“ დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის.

მისივე განცხადებით, დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა.

„ქალბატონი ელენეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს, რომლის მიღებაც გუშინ დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა “, – განაცხადა ექიმმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g